ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების ღია წერილი მაღალჩინოსნებს

მწერლებმა, გამომცემლებმა და მთარგნელებმა მაღალჩინოსნებს განაცხადებით მიმართეს:

“მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე დაწერა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ის მიზეზები და გარემოებები, ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ რომ უბიძგა.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩვენი ქვეყნისთვის რთული და საპასუხისმგებლო პროექტია. შექმნილი ვითარება კი უპირობოდ აფერხებს ამ პროექტის მზადების პროცესს. უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება კი ყოველგვარ ზღვარს სცდება. მედეა მეტრეველის და მისი გუნდის გარეშე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მთელ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ფორუმია, რომელიც არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო სფეროს პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვაც აქვს. ფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა კი ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, მსოფლიო საზოგადოებას საუკეთესო კუთხით გააცნოს საკუთარი თავი.
ვითვალისწინებთ რა პროექტის სახელმწიფო მნიშვნელობასა და მის მიმართ მაღალ საჯარო ინტერესს, მოვითხოვთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი სამუშაო პროცესის ხელშეწყობას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ აღნიშნულ საკითხებზე განმარტებები მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მიიღოს. დაინტერესებული ჯგუფი კი კულტურის მინისტრს შეგვახვედროთ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად”

1. ბაჩო კვირტია, მწერალი
2. ბელა ჩეკურიშვილი, მწერალი
3. ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი
4. ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მთარგმნელი
5. იოანე ფეზუაშვილი, მწერალი
6. მაკა ლდოკონენი, მწერალი
7. თამთა მელაშვილი, მწერალი
8. არჩილ ქიქოძე, მწერალი
9. ნინო ხარატიშვილი, მწერალი
10. ნატო ინგოროყვა, მწერალი
11. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
12. ნინო სადღობელაშვილი, მწერალი
13. შოთა იათაშვილი, პოეტი
14. დავით გორგილაძე, მწერალი
15. ბექა ქურხული, მწერალი
16. ირაკლი ლომოური, მწერალი
17. რუსუდან მოსიძე, გამომცემელი
18. ბონდო მაცაბერიძე, გამომცემელი
19. ერეკლე დეისაძე, მწერალი
20. დიანა ანფიმიადი, პოეტი
21. რუსუდან რუხაძე, მწერალი
22. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
23. სალომე ბენიძე, მწერალი
24. თინა მამულაშვილი, გამომცემელი
25. ზურა აბაშიძე, მწერალი
26. ანი კოპალიანი, მთარგმნელი
27. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
28. რატი ამაღლობელი, პოეტი
29. ხათუნა თავდგირიძე, მწერალი
30. დავით გაბუნია, მწერალი
31. ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი
32. მაიკო კუდავა, გამომცემელი
33. ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი
34. მარიამ კორინთელი, გამომცემელი
35. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
36. ნინო თარხან-მოურავი, გამომცემელი
37. გურამ მაცხონაშვილი, მწერალი
38. გვანცა ჯობავა, გამომცემელი
39. ნინო მაჭარაშვილი, გამომცემელი
40. მარიამ კასრაძე, გამომცემელი
41. ანა კორძაია-სამადაშვილი, მწერალი
42. ლევან ბერძენიშვილი, მწერალი
43. ლაშა ბუღაძე, მწერალი
44. ლიკა ჩაფიძე, მთარგმნელი
45. ზურაბ პაპიაშვილი, მწერალი
46. ტორესა მოსი, მწერალი
47. ლუკა ბაქანიძე, მწერალი
48. ეკა ქევანიშვილი, პოეტი
49. შალვა ბაკურაძე, პოეტი
50. თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი
51. თინა ასათიანი, გამომცემელი
52. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
53. მაია ბადრიძე, მთარგმნელი
54. თამარ ლებანიძე, გამომცემელი
55. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
56. დავით რობაქიძე, პოეტი
57. ნესტან (ნენე) კვინიკაძე, მწერალი
58. ბათუ დანელია, პოეტი
59. შორენა შამანაძე, მთარგმნელი
60. ჯაბა ზარქუა, მწერალი
61. პაატა შამუგია, პოეტი
62. ნიკა სამუშია, მთარგმნელი
63. ნინო ოსეფაშვილი, მთარგმნელი

კომენტარები

კომენტარი