ლიტერატურა

რას გაყიდის გამომცემლობა “დიოგენე” თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე?

“არტნიუსი” გთავაზობთ გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ შედგენილ წიგნების კატალოგს, რომელიც “თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე” იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 22-24 დეკემბერს, უკვე ტრადიციულად, გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე!
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა!

მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს.

გარდა ამისა, ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. ასე რომ, მობრძანდით მთელი ოჯახით! სანამ თქვენ თქვენთვის საინტერესო წიგნების შერჩევით იქნებით დაკავებული, თქვენს პატარებზე ჩვენ ვიზრუნებთ!

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!

იხ. კატალოგი

კომენტარები

კომენტარი