არტ მენეჯმენტი კულტურა

დიდი ბრიტანეთი აჭარის პოპულარიზაციას შეეცდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2018 წლიდან დიდ ბრიტანეთში სარეკლამო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბრიტანელ ჟურნალისტებს წელს მეორედ უმასპინძლა. რეგიონს ივლისში ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის თქმით, ინტერესი აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ ბრიტანელების მხრიდან ძალიან დიდია, რასაც ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტორების რიცხვი, ასევე რეგიონში ბრიტანელ ვიზიტორთა ნაკადის 13%-იანი ზრდა ადასტურებს.

„ტელეკომპანია BBC-ის ეთერით წელს განხორციელებული სატელევიზიო რეკლამა კი წინაპირობაა, რომ პოტენციურმა ტურისტებმა აჭარისა და ზოგადად საქართველოს შესახებ დადებითი წარმოდგენა შეიქმნან, რასაც 2018 წლიდან ბრიტანეთში აქტიური პიარ და სარეკლამო აქტივობები დაემატება“ – განაცხადა სულხან ღლონტმა.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარას ბრიტანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. რეიტინგული გამომცემლობა The Epoch Times-ის ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აჭარაში იმოგზაურეს, ესტუმრნენ კურორტი გოდერძი, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და სამზარეულოს, დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი.

ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებს მკითხველებს 2018 წლის დასაწყისში გაუზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი