ვიზუალური ხელოვნება

ინტერვიუ ქეთი ნოზაძესთან: “ჩვენი პროდუქციის ყიდვა ნიუ–იორკშიც შესაძლებელია”

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს ქეთი ნოზაძესთან, რომელიც ძალიან საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული, რითიც არანაკლებ წარმატებული გახდა.

იმის გასაგებად თუ რატომაა საინტერესო ქეთის საქმიანობა, იხილეთ ინტერვიუ:

– უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, რას გულისხმობს ის?

 ამ ეტაპზე ვარ “FREDO HANDMADE”-ის მხატვარი. ეს არის ქართული ბრენდი,  რომელიც ამზადებს ხელნაკეთ ჩანთებსა და სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს. პირადად მე ვმუშაობ უშუალოდ ნახატებზე, რომლებსაც ვიყენებთ ჩანთებისა და აქსესუარების  გასაფორმებლად. ვმუშაობ როგორც საკუთარი გემოვნებითა და ხედვით, ისე მომხმარებლის სურვილის შესაბამისად.

 – რამ განაპირობა ის, რომ ამ საქმიანობით დაკავდით და როდის მოხდა ეს?

 პროფესიით ხელოვნებათმცოდნე გახლავართ და ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ყოველი ინტერესი თუ ჰობი უშუალოდ უკავშირდება ხელოვნებასთან, ხატვა ჩემი ჰობია, არავითარი პროფესიული ცოდნა ამ სფეროში არ მავქვს და შესაბამისად სრულიად შემთხვევით მომიწია მხატვრის როლის მორგება, fredo handmade-ის დამფუძნებელი, იდეის ავტორი და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და ოჯახის წევრი სოფო უზნაძეა, რომელსაც რამდენჯერმე დავეხმარე ნახატების შესრულებაში, დაახლოებით 6-7 თვის წინ. დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი სისტემატური გახდა და დღეისათვის უკვე ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს.

 – როგორ დაახასიათებთ ჩანთების მოხატვის პროცესს, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული?

– ჩანთის მოხატვა პირდაპირი გზით უშუალოდ ხის ჩანთებზე ხდება, ხოლო ჩანთებისთვის, რომლებიც ხისა და ტყავის გამოყენებით მზადდება, ნახატებს ხის მასალაზე ვასრულებ და შემდგომ მაგრდება ჩანთზე. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ძირითად შემთხვევაში, მიწევს არსებული სურათის გადახატვა, რაც დიდი დაკვირვებას და სიზუსტეს მოითხოვს, სირთულეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სურათზეა დამოკიდებული და ყველაფერი შედარებითია.

 – უცხოეთიდან თუ ყოფილა დაინტერესება ან გასულა თუ არა პროდუქცია სხვა ქვეყნის ბაზარზე?

– პროდუქციის რეკლამირებასა და მის რეალიზაციაზე თავად სოფო ზრუნავს და ვფიქრობ შესანიშნავად ართმევს თავს, უცხოეთიდან საკმაოდ ხშირად ვიღებთ შეკვეთებს, ინტერესდებიან არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ მაღაზიებიც, ჩვენი ჩანთების შეძენა ნიუ იორკშიც შეგიძლიათ.

 – როგორ შეიძლება მკითხველმა შეიძინოს თქვენი ჩანთები?

– ჩანთების შეძენა შესაძლებელია ინტერნეტ სივრცეში, Facebook და Instagram გვერდის დახმარებით: fredo Handmade.

 – და ბოლო კითხვა, რას გეგმავთ მომავალში, აპირებთ თუ არა გაფართოებას?

 სამომავლო გეგმებზე საუბარი, ვფიქრობ, ჯერჯერობით ნაადრევია. რაც მთავარია, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, შრომისა და საქმის სიყვარულის ხარჯზე მიაღწია სოფომ ამ ყველაფერს და ამავე ენერგიითა და ძალისხმევით მუშაობს მთელი გუნდი. აგრეთვე, ვაპირებთ გაგრძელებას, რაც სამომავლოდ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება.

 

 

კომენტარები

კომენტარი