საშემსრულებლო ხელოვნება

ნათია თოდუას მადლობა საქართველოს

გერმანულ Voice-ში გამარჯვებული ქართველი მომღერალი ნათია თოდუა Facebook-ით საქართველოს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.

“უღრმესი მადლობა რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად!
უბედნიერესი ვარ!

ასევე მსურს მოგიწოდოთ რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში ,რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს.

მე ბედნიერი ვარ რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა როგორც პიროვნება. ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო რომ დღეს აქ ვყოფილიყავი,ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით რომ შეცდომა იყო ..

ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს, რაც საბედნიეროდ ჩემს წარსულშია. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი,”-წერს ნათია თოდუა.

ეგახსენებთ, რომ  ნათია თოდუა 21 წლისაა. მის გერმანულ “ახალ ხმაში” გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა. ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ქართულ “იქს ფაქტორში” სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული “ახალი ხმა”… როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან გერმანული “Voice”–ს ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო.

კომენტარები

კომენტარი