შემოქმედებითი ინდუსტრიები

კარლო კაჭარავას ნამუშევრები დღეს გამოიფინება

20 დეკემებერს ეროვნულ მუზეუმში კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა „კარლო კაჭარავა დღეს“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში გაიხსნება.

გამოფენა „კარლო კაჭარავა დღეს“ მისი პოეზიის, კრიტიკული წერილების და მხატვრული შემოქმედების რამდენიმე ასპექტის გაერთიანების მცდელობაა. ამ გამოფენით ნამუშევრები, რომლებიც ტრადიციულად მისი თანამედროვეების – 80-იანელებისა და 90-იანი წლების დასაწყისის ხელოვანთა შემოქმედების ფონზე განიხილებოდა, სხვა კონტექსტით არის წარმოდგენილი.

ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი ეძღვნება კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს. მეორე დარბაზში განთავსებული ნახატები დღეს თბილისში მცხოვრები და მომუშავე სამი ახალგაზრდა ხელოვნის ნამუშევრებთან ერთადაა წარმოდგენილი. ამ სამი ხელოვანისა და კარლო კაჭარავას შემოქმედების დიალოგი ორივე მხარისათვის ახალ კონტექსტს ქმნის. კარლო კაჭარავა წერდა და ხატავდა 90-იანი წლების დასაწყისის სოციალურ თემებზე, დახურულ ფაბრიკებსა და ქარხნებზე.

კომენტარები

კომენტარი