საშემსრულებლო ხელოვნება

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მომღერალი არჩილ ჩიხლაძე

ცნობილი ქართველი მომღერალი არჩილ ჩიხლაძე გარდაიცვალა. – ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ვიგებთ, სადაც ადამიანები მწუხარებას გამოთქვამენ.

„გარდაიცვალა გამოჩენილი მომღერალი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება, არჩილ ჩიხლაძე. გარდაიცვალა მომღერალი, რომლის სიმღერებითაც ტკბებოდა და ტკბება ქართული საზოგადოება. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ღვაწლიც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უკვდავია. იგი გარდაიცვალა Barbare XXI – Home For The Elderly -ში, რომლის ერთერთი მასპინძელიც ორი წლის მანძილზე გახლდათ. თავშესაფრის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს და უთანაგრძნობს ამ მწუხარებას, მთელ საქართველოს… – წერს მერაბ შათირიშვილი. 

 

 

კომენტარები

კომენტარი