კინო

“მსოფლიოს მთელი ფულის” პრემიერა კევინ სპეისის გარეშე შედგა

ლოს ანჯელესში გახმაურებული ფილმის პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარი როლი კევინ სპეისიმ შეასრულა, თუმცა სკანდალური ბრალდებების ფონზე, მსახიობი პროექტიდან მოხსნეს. საუბარია რიდლი სკოტის “მსოფლიოს მთელი ფული”.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ, უკვე დასრულებული ფილმიდან, პრემიერამდე 6 კვირით ადრე, კევინ სპეისის ყველა სცენა ამოჭრეს, როლზე კრისტოფერ პლამერი დაამტკიცეს და ეპიზოდები თავიდან გადაიღეს. პროექტში ცვლილებების შეტანა კინო კომპანიას დამატებით 10 მილიონი დოლარი დაუჯდა.

სიუჟეტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ისტორიას გვიამბობს. ის მსოფლიოს უმდიდრეს და ყველაზე ძუნწ ადამიანზეა, რომელიც გამტაცებლებს შვილიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულად გამოსასყიდს არ უხდის.

ფილმი მსოფლიო კინო ეკრანებზე 25 დეკემბერს გამოდის და უკვე რამდენიმე პრესტიჟულ ჯილდოზეა ნომინირებული.

კომენტარები

კომენტარი