არქიტექტურა, არქეოლოგია

მანჰეტენიზაცია თუ მორიგი მარაზმის პროექტი ქიაჩელის ქუჩაზე?

“Architectural Forum”–მა სოციალურ ქსელში ვარდების მოედნის პროექტის ნაწილის ამსახველი ილუსტრაცია წარმოადგინა, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა მოჰყვა. ერთი ნაწილისთვის ეს მორიგი მარაზმის პროექტია, მეორე ნაწილი კი ფაქტს მანჰეტენიზაციას უწოდებს.

“დღეს შემოგთავაზეთ ვარდების მოედნის პროექტის ნაწილი. აღნიშნული ტერიტორიის კონცეფციის მომზადებაში მონაწილეობდნენ სხვადსხვა ქართული თუ საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის: GRAFT, Artstudio Project, Brenner Bernard.

უახლოეს დღეებში, აგრეთვე,  შემოგთავაზებთ დათვლილ ტრაფიკსა და სრულ მასალას ამის შესახებ.

არქიტექტურული ფორუმი მხარს უჭერს მსგავს კონცეფციას ( საფეხმავლო ნაწილის გაფართოვებას) და ქალაქ თბილისის მერიას სთხვოს, რომ აქტიურად დაიწყონ მუშაობა მსგავს კონცეფციებზე” – ნათქვამია “Architectural Forum”-ის განცხადებაში.

“არტნიუსი” გთავაზობთ პროექტის სხვა ფოტოებს:

No automatic alt text available.

Image may contain: one or more people, sky and outdoor

კომენტარები

კომენტარი