საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“როცა თოდუას გამარჯვებაზე ვწერთ, იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ის დევნილია”

მოძრაობა “აუდიტორია 115″–სა და “მწვანე მუშტის” წევრი ირაკლი კუპრაძე ნათია თოდუას ტრიუმფს ეხმიანება:

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

“როცა ნათია თოდუას გამარჯვებაზე ვწერთ, იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ის დევნილია აფხაზეთიდან, თუ სწორად მახსოვს მისი ოჯახი დღემდე გლდანის დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს კი დამღლელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ პოლიტიკის დღის წესრიგში ასე მაინც შევიტანოთ მნიშვნელოვანი საკითხები, იქნება ეს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთიდან დევნილობის პრობლემის გაჟღერება თუ ადგილობრივ დონეზე დევნილების მძიმე პირობები და განსახლება”

შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა გერმანული “Voice”-ს გამარჯვებული გახდა.  მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა.

ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად, რომელიც მისი მწვრთნელია.

კომენტარები

კომენტარი