ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “Voice”-ს გამარჯვებულია

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “Voice”-ს გამარჯვებულია – ამის შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ ეს წუთებია გაავრცელა.

“გილოცავთ! ნათია თოდუა გერმანული Voice- ის The Voice of Germany გამარჯვებულია!” – ასე ულოცავს კულტურის სამინისტრო ქართველ კონკურსანტს გამარჯვებას.

მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა.

ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად, რომელიც მისი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ  ნათია თოდუა 21 წლისაა. მის გერმანულ “ახალ ხმაში” გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა. ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ქართულ “იქს ფაქტორში” სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული “ახალი ხმა”… როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან გერმანული “Voice”–ს ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო.

კომენტარები

კომენტარი