სტილი, დიზაინი

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო ვერცხლის მონეტები გამოდის

ივლისიდან, ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო ვერცხლის მონეტებ გამოდის. ახალი მონეტები პირველად  საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოჩნდება, სადაც  საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. ქვეყანა წარმოაჩენს მევენახეობა-მეღვინეობის სტანდარტებს, ასევე  ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  გამოშვებული ქართული ვაზის თემაზე შექმნილი  საკოლექციო მონეტები  5 ლარის ნომინალის იქნება. მონეტის დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მისი წონა 15.5 გრამია, დიამეტრი – 33 მმ. იგეგმება სულ   1 500 ცალი მონეტის დამზადება.

მონეტები  იაპონიის ზარაფხანაში მზადდება და მისი რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება. საკოლექციო ნივთი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ასევე  ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ონლაინ მაღაზიაში გაიყიდება.  მონეტის ღირებულება ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი