არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დადგეგმილია ახალი ოთხსართულიანი შენობის (მუზეუმის), ავტოსადგომის, მცირე ბიბლიოთეკის და ლაბორატორიის მოწყობა.

 

ასევე, მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების (კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის, სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოებიც.

უკანასკნელად ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წელს ჩაუტარდა.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი