ლიტერატურა

საქართველოში დედაენის კვირეული აღინიშნება

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ დედაენის კვირეული დაიწყო. ღონისძიებასთან  დაკავშირებით 13-დან 21 აპრილამდე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში თავისუფალი გაკვეთილები გაიმართება, რომლების იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას დაეთმობა.

დღეს მსგავსი  გაკვეთილები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ტარდება. დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს ქაღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი