კულტურა

მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ხელფასშემცირებული მსახიობების რაოდენობას ასახელებს

მარჯანშვილის თეატრის დირექტორი ეკტერინე მაზმიშვილი მსახიობებისთვის ხელფასების მასობრივად შემცირებას უარყოფს. მისი განცხადებით, თეატრის დასის 79 წევრიდან ხელფასი 13 მათგანს შეუმცირდა.

თეატრის დირექტორის განმარტებით, სახელფასო შემცირება ძირითადად ძველი თაობის დასის წევრებს შეეხოთ, მათ შორის იყო გარდაცვლილი გივი ბერიკაშვილიც. ეკატერინე მაზმიშვლი ამბობს, რომ თეატრს დაფინანსება შეუმცირდა და მსახიობების გასამრჯელოს ოდენობების გადახედვაც ამან გამოიწვია. მისივე მტკიცებით, ძველი თაობის ყველა მსახიობთან ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონდა.

მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის თქმით, დასის ძველი თაობის წარმომადგენლებმა არჩიეს, რომ მსახიობების ახალ თაობას, რომლებიც სპექტაკლებში დიდი დოზით არიან დაკავებულები, ხელფასები არ შემცირებოდათ და საბიუჯეტო შემცირება ძველი თაობის მსახიობების ანაზღაურების შემცირების ხარჯზე დაებალანსებინა ხელმძღვანელობას.

„ჩვენ ასე გადავაკეთეთ ხელშეკრულებები: ხელფასები შემცირდა, მაგრამ გამოსვლებზე თანხამ შეუდარებლად აიწია. ანუ, თუკი მსახიობს ექნებოდა სპექტაკლში სცენაზე გამოსვლა, მას ხელფასთან ერთად ექნებოდა თანხა დამატებით აუცილებლად. ეს თანხა არის საკმაოდ მაღალი, უბრალოდ კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუ საჭიროა, მე ამ თნხასაც დავასახელებ. მთავარი არის ის, რომ ეს ადამინების ჯგუფი, არაჩვეულებრივი მსახიობები და ამავე დროს ძალიან სერიოზული პოზიციის ადამიანები დაგვეხმარნენ, რომ შეგვენრჩუნებინა დასი. დგვეხმარნენ, რომ შეგვენარჩუნებინა ახალგაზრდობა ისე, რომ მათ მოტივაცია ჰქონოდათ. ხოლო ახალგაზრდების ხელფასი შეუდარებლად უფრო დაბლი იყო წლების განმავლობაში“,- განაცხადა ეკატერინე მაზმიშვილმა.

მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი უარყოფს ინფორმაცია, თითქოს დასის წევრები მასობრივ პროტესტს და გაფიცვას აპირებენ. მისი თქმით, თეატრში პრემიერები და სპექტაკლები სრული დატვირთვით მიმდინარეობს და სამსახიობო გუნდში რადიკალური განწყობები არ არის.
მაზმიშვილი ასევე გამოეხმაურა მსახიობების პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ კულტურის მინისტრი მიხილ გიორგაძე მარჯანიშვილის თეატრში არ დადის და მსახიობებთან კავშირი გაწყვეტილი აქვს. მაზმიშვილი განმარტავს, რომ მიხეილ გიორგაძე ბოლო პერიოდში არაერთ პრემიერას დაესწრო და კულტურის სამინისტროსთან მარჯანიშვილის თეატრს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.

მარჯანიშვილის თეატრს, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო თეატრს, 2017 წლიდან საბიუჯეტო დაფინანსება 10%-ით შეუმცირდა. თეატრის 250 კაციანი შემადგენლობიდან სახელფასო შემცირება შეეხო 17 თანამშრომელს, აქედან 13 თეატრის მსახიობია.

კომენტარები

კომენტარი