კულტურა

ჟურნალი Vogue საქართველოს მთებში მოგზაურობის 5 მიზეზს ასახელებს

ჟურნალ Vogue-ს ჟურნალისტი  ჯენიფერ მერფი საქართველოს მთებში მოგზაურობის 5 მიზეზს ასახელებს.

ჟურნალისტი შთაბეჭდილებებს აღწერს და ამბობს, რომ „საქართველოს სილამაზე 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის „რკინის ფარდის“  უკან იმალებოდა და ამჟამად ქვეყანა „უნიკალური სუფრითა და ღვინოთი, ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხის ქვეყანაა“.

ჯენიფერ მერფის განსაკუთრებული მოწონება ყაზბეგის სასტუმრომ დაიმსახურა და მისი დახასიათებისას ჟურნალისტი ამბობს, რომ „მიუხედავად ველური ბუნებისა, სასტუმრო უჩვეულო კომფორტს შეუქმნის დამსვენებლებს“.

Vogue-ს ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ქართულ სამზარეულოზეც. ჯენიფერ მერფი ყვება, რომ    „ხინკლისა და ხაჭაპურის უნიკალური გემო, ქართველი  ხალხივით თბილია“.

საქართველოს მთებში მოგზაურობის მესამე მიზეზად კურორტების დაბალი ფასი სახელდება. Vogue  აღნიშნავს, რომ საქართველოს თებში ერთ ადამიანს დღეში საშუალოდ 160 დოლარი დაეხარჯება,  განსხვავებით შვეიცარიისგან, სადაც საშუალოდ 390 დოლარია საჭირო.

ჟურნალისტი სვანეთის სილამაზესაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ    ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება მთლიანად UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში  შედის.

საქართველოს მთებში მოგზაურობის  მეხუთე მიზეზად ჟურნალისტი  ალექსანდრე ისკანდეროვის ხელმძღვანელობით ყაზბეგის საფრენ აპარატებს ასახელებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ყაზბეგისა და გუდაურის დათვალიერება „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან“.

კომენტარები

კომენტარი