კულტურა

ანაკლია 16 ივლისს გრემის ნომინანტ დიჯეი სტივ აოკს უმასპინძლებს

ლეგენდარული მუსიკოსი, გრემის ნომინანტი დიჯეი და პროდიუსერი სტივ აოკი 16 ივლისს განმუხუნში დაუკრავს. ღონისძიება “GEM fest”-ის ფარგლებში გაიმართება. სტივ ავოკი ჩატარებული შოუების რაოდენობით გინესის რეკორდსმენია – მუსიკოსმა 2014 წელს 41 ქვეყანაში 161 შოუ ჩაატარა. არტისტის გამოსვლები გამორჩეულია აკრობატული ტრიუკებით და უცნაური სიურპრიზებით.

მუსიკოსის თაყვანისმცემლებმა გრანდიოზულ შოუზე დასასწრებად ბილეთები უკვე შეიძინეს. „GEM fest“  სტივ ავოკთან ერთად ანაკლიაში ათობით გამორჩეულ არტისტს გააერთიანებს. სპეციალურად მოწყობილ 9 სცენაზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს. ფესტივალის ფარგლებში 3 000-მდე ღონისძიება გაიმართება.

„ბატონი სტივ აოკი  პირველად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა დასახელებამ. ბილეთები გაიყიდება 50 ლარად და გაიყიდება მხოლოდ  3 დღე – 13 აპრილამდე. შემდეგ უბრალოდ შეწყდება გაყიდვა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავატევთ ამ რაოდენობის ხალხს მთავარ სცენაზე და მოგეხსენებათ, სტივ აოკი სწორედ მთავარ სცენაზე დაუკრავს“,- განაცხადა „GEM fest“-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ.

ფესტივალ „GEM fest“-ის  მესამე სეზონი ანაკლიაში 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ  ხარისხიან ელექტრონულ მუსიკასთან ერთად სხვადასხვა სახის გასართობ  ღონიძიებებში მიიღონ მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი