ვიზუალური ხელოვნება

მხატვარ მამუკა ცუცქირიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

„იარტ გალერეა“ ფერმწერის, მოქანდაკისა და ხატმწერის მამუკა
ცუცქირიძის გამოფენას უმასპინძლებს. ეს შემოქმედის პირველი
პერსონალური გამოფენა იქნება საქართველოში.

მამუკა ცუცქირიძე „90-იანელია“. მიღებული აქვს პროფესიული
განათლება როგორც საქართველოში, ისე ფილადელფიაში (აშშ).
სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა
და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

მუშაობს დაზგური ფერწერის, დაზგური გრაფიკის და ქანდაკების
მიმართულებით. შესრულებული აქვს „ვარძიის“ „ატენის სიონის“
„უბისის“ ფრესკების ასლები. აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას
ეწევა დღემდე. დაფუძნებული აქვს საკუთარი სამხატვრო სტუდია
„ფრესკა“, სადაც აკადემიურ სწავლებას 100-მდე მოზარდი გადის.

პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ბოლო
პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა „იარტ გალერეაში“ (უზნაძის ქ. 13ბ) 30 ნოემბერს 18:00სთ
გაიხსნება და 12 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი