კულტურა

​უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თელავში

დღეს, 28 ნოემბერს უკრაინის პრემიერ–მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად თელავს ეწვია. ქალაქის სტუმარმა  პარკ “ნადიკვარში” უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩ-კვიტკა)  ძეგლი ყვავილებით შეამკო.

ლესია უკრაინკა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და წამყვანი მწერალი ქალია უკრაინულ ლიტერატურაში.

ლესია უკრაინკას ძეგლის დადგმის ინიციატივა უკრაინის მთავრობას ეკუთვნის, ძეგლი საქართველოში კიევიდან 2010 წელს ჩამოიტანეს. უკრაინელმა პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი 10 წელი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში, მათ შორი სთელავში გაატარა.

ეს უკრაინის პრემიერ მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში.  კახეთში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს და ღვინის მარანში კახური ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი