კინო

“Black Miror”-ის ეპიზოდების თიზერი გამოქვეყნდა

Netflix-ის პოპულარული სერიალის “Black Mirror”-ის (“შავი სარკე”) ერთ-ერთ ეპიზოდის რეჟისორი ოსკარის მფლობელი მსახიობი და ახლა უკვე რეჟისორი ჯოდი ფოსტერია.

სერიალის ახალი სეზონი 2018 წელს გამოვა. პირველი ორი ეპიზოდით თიზერი უკვე გავრცელდა.

შავი სარკე ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ანთოლოგიური ტელესერიალია, შექმნილი ჩარლი ბრუკერის მიერ. მისი თემები ბნელი ხასიათის და სატირულია, ხოლო ეპიზოდებში განიხილება თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით – მასზე ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგი. ყოველი ეპიზოდი ცალკე ფილმია, რომლის მოქმედება ძირითადად კაცობრიობის მიმდინარე ან შორეულ მომავალში მიმდინარეობს.

სერიალი პირველად ეთერში ბრიტანულ Channel 4-ზე 2011 წელს გავიდა. 2015 წელს Netflix-მა შეუკვეთა მესამე სეზონის 12 ეპიზოდი. მოგვიანებით ეს სეზონი ექვს-ექვს ეპიზოდად დაყვეს. მსოფლიო მასშტაბით იგი 2016 წლის 21 ოქტომბერს გამოვიდა.

ბრუკერი სერიალის სტრუქტურასა და შინაარსზე: „ყოველ ეპიზოდში მსახიობების განსხვავებული შემადგენლობაა, განსხვავებული მოქმედების ადგილი, განსხვავებული რეალობაც კი. მაგრამ ყოველი მათგანი ჩვენს ცხოვრებაზეა, თუ როგორ ვცხოვრობთ ამჟამად – ან იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს 10 წუთის შემდეგ, თუკი არ ვიმოქმედებთ“.] სერიალმა მიიღო კრიტიკოსების მაღალი შეფასება. Netflix-ზე დამატების შემდეგ აღინიშნა მისდამი მსოფლიო მასშტაბის ინტერესიც.

კომენტარები

კომენტარი