კულტურა

Tbilisi Open Air 2017-ზე მოწვეული მუსიკალური ჯგუფები დასახელდა

Tbilisi Open Air 2017-ზე მოწვეული მუსიკალური ჯგუფები ცნობილია. ორგანიზატორების განცხადებით, წელს მუსიკალურ ფესტივალზე მსმენელების წინაშე ცნობილი მუსიკალური ჯგუფები – ანათემა, ლენინგრადი და უკვე მეორედ – არქაივი წარსდგებიან.

Tbilisi Open Air 2017- ლისის ტბაზე 16 ივნისიდან აიღებს სტარტს და 18 ივნისს დასრულდება.

12 აპრილიდან დაიწყება ფესტივალზე დასაწრები ბილეთების გაყიდვა და 28 აპრილამდე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის, 1 500 ცალი 3-დღიანი აბონიმენტი გაიყიდება. 3 დღიანი საშვის ფასია 100 ლარი.

აბონიმენტის ფასი ორ ეტაპზე მოიმატებს და საბოლოოდ 150 ლარამდე გაიზრდება. დღიური ბილეთები კი 29 აპრილიდან გაიყიდება. აბონიმენტები გაიყიდება 12 აპრილიდან სპორტის სასახლის სალაროებში, Tbilisi Open Air-ის სალაროში და ფილარმონიის სალაროში, ასევე ონლაინ.

კომენტარები

კომენტარი