კინო

ბენედიქტ კამბერბეჩი ახალი გრინჩი იქნება

2018 წელს წინასაახალწლოდ გრინჩის ახალი ანიმაციური ფილმი გამოვა, რომელშიც მთავარ პერსონაჟს სერიალ “შერლოკის”ვარსკვლავი, ბენედიქტ კამბერბეჩი გაახმოვანებს.

“გრინჩი” საახალწლო განწყობის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. არსების შესახებ, რომელსაც შობის მოპარვა სურს, არაერთი ეკრანიზაციაა შექმნილი. მათგან ყველაზე პოპულარული 2000 წელს გადაღებული ფილმია, სადაც მთავარ როლს ჯიმ ქერი ასრულებს. ახალი გრინჩი კი, როგორც ცნობილი ხდება, არანაკლებ ცნობილი პერსონაჟის, შერლოკის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი სახე, კამბერბეჩი იქნება.

კომენტარები

კომენტარი