კინო

”გალერია თბილისში” კავეას კინოთეატრი იხსნება

30 ნოემბრიდან ახლადგახსნილ “გალერია თბილისს”  თანამედროვე სტანდარტების  კინოთეატრი “კავეა გალერია თბილისი” შეემატება.

ახალი კინოთეატრი გამორჩეული და განსხვავებული იქნება საქართველოში აქამდე არსებული სხვა კინოთეატრებისგან. კავეა მაყურებელს 4K გამოსახულებას, სუპერ კომფორტულ სავარძლებს და Dolby Atmos აუდიოსისტემას სთავაზობს.

”Cavea Galleria Tbilisi ერთადერთი Dolby Atmos კინოთეატრია საქართველოში. სადაც ყველა დეტალი მხოლოდ მაყურებელზეა ორიენტირებული და ფილმის ყურების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. Dolby Atmos-ს მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით, კინოდარბაზში, ხმის 360 გრადუსით გადაადგილება შეუძლია. თითოეული ბგერა, იდეალურად სუფთა და მაქსიმალურად რეალურია. ნებისმიერი მოქმედება ფილმში, არამხოლოდ ეკრანზე, არამედ შენს გარშემოც ხდება. Dolby Atmos აუდიო სისტემა, Surround Sound–ის შემდგომი თაობის ტექნოლოგიაა, რომელმაც არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ თავად კინოს შემქნელებს გაუჩინა ახალი შესაძლებლობები. 2018 დაგეგმილი პრემიერებიდან, ATMOS გამოყენებულია ისეთ ფილმებში როგორიცაა: Jurassic World: Fallen Kingdom, X-Men: The New Mutants, Deadpool 2 და სხვა. აცოცხლებს თითოეულ კადრს, სცენას და მთელ ისტორიას. ფიზიკური წვდომა აქვს 64 დინამიკთან და შეუძლია თითოეული ბგერა, ინდივიდუალური ფორმით – ჟღერადობით მიიტანოს მაყურებლამდე. Dolby Atmos არის ფილმის ნახვის და განცდის სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც უკვე საქართველოშია.”-ვკითხულობთ კავეას ოფიციალურ ვებ გვერდზე.

კინოთეატრი კავეა აქამდე უკვე არსებობდა სავაჭრო ცენტრებში ”ისთ ფოინთი” და ”თბილისი მოლი”.

კომენტარები

კომენტარი