სტილი, დიზაინი

თბილისში 19 აპრილიდან მოდის კვირეული იხსნება

19 აპრილიდან თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს. ღონისძიება 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება. კვირეულის   ფარგლებში 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება. მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ ბაირები) ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებსა თუ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან.

”კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე – ლაზეთი, ვოგი და ლევანტო. საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოში, შპს „ჯეო-ემ-ტექსში“ დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებაც შედგა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის ცნობადობის ზრდასა და იტალიელ ბაიერებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ, რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება”, – აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი