საშემსრულებლო ხელოვნება

”სუხიშვილების” წლის შემაჯამებელი კონცერტები დაიგეგმა

სამი დღის განმავლობაში, 12, 13 და 14 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების წლის შემაჯამებელი კონცერტები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაციონალური ბალეტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ღონისძიებები 20:00 სთ-ზე დაიწყება. ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით და ახალი ცეკვებით წარსდგება, რომელიც ორნაწილიანია. სულ კონცერტზე 17 ცეკვა შესრულდება, რომელთაგან ერთს მაყურებელი პირველად იხილავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი