ლიტერატურა

თამაზ ბაძაღუას პოეტური კრებული გერმანულად ითარგმნა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და ავსტრიული გამომცემლობის „Löcker Verlag“ მიერ ავსტრიაში გამოიცა თამაზ ბაძაღუას პოეზიის კრებული „ბოლო გაჩერება“.

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე მანანა პაიჭაძემ იმუშავა.

თამაზ ბაძაღუა ერთ–ერთი უსამართლოდ მივიწყებული მე–20 საუკუნის ავტორია, რომელიც 1959 წელს, სოფელ ნახუნავოში დაიბადა.

1985 წელს გამომცემლობა „განათლებამ“ დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭინთვის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. მისი პირველი პიესა იყო „იფიგენია“, ხოლო „ბოლო ღამე და თუთიყუში“ 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ღამე და თუთიყუში“, მსახიობ დუტა სხირტლაძის შესრულებით. თამაზის პიესები „რეკვიემი ვერცხლის ქორწილისათვის“, „ღუზა ჩაუშვი“, ანგელოზო”, „ძველი როიალი“ წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენაზე. პროზაშიც სცადა ბედი 1982 წელს „ცისკრის ბიბლიოთეკის“ 3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დღე“.

სამწუხაროდ, თამაზი ძალიან მალე, 1987 წელს, ავარიაში, ოჯახთან ერთად, ტრაგიკულად დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი