კულტურა

ვინ იქნებიან განათლების მინისტრის მოადგილეები?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პრო-რექტორი მიხეილ ჩხენკელი ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მას ამ თანამდებობაზე ოთხი მოადგილე ეყოლება, რომელთა ვინაობა ცნობილია.

მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება

კომენტარები

კომენტარი