კულტურა

როგორი იქნება “Secret Santa 2018” ?

საახალწლო თამაში Secret Santa, რომელიც გასულ წელს საქართველოს ბანკმა საყოველთაო გახადა, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ჩატარდება. ამჯერად, თამაშში გარკვეული სიახლეებია.

საყოველთაო Secret Santa-სთვის წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.

წელს ქართველ მწარმოებლებს და ხელოვანებს საშუალება აქვთ დაარეგისტრირონ საკუთარი ქართული პროდუქტი ვებგვერდზე “www.business.secretsanta.ge” იმისათვის, რომ წელს სანტებმა შეძლონ რეალურ სურვილებზე დაფუძნებული ქართული საჩუქრების ჩუქება.

“Secret Santa 2018” პირველ დეკემბერს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თამაშში 60 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი