საშემსრულებლო ხელოვნება

ისტორიაში პირველად, ევროვიზიაზე მაყურებელს ინტერნეტით ხმის მიცემა შეეძლება

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის წესები შეიცვალა. – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კონკურსის ისტორიაში პირველად მაყურებელს ინტერნეტით ხმის მიცემა შეეძლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა,  მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.

საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო. მაყურებელს 16 ქვეყნის მონაწილეებს შორის, მაქსიმუმ ხუთი საუკეთესოს შერჩევა და მოწონება შეუძლია.

ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა 26 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე 16–ვე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება. ონლაინ ხმები კი კონკურსანტთა ანგარიშის დაფაზე ქულებად აისახება.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებითა და ონლაინ ქულების შედეგების მეშვეობით გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი