კულტურა

ცხინვალის რეგიონში ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს

ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარეობს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და ტრაპეზი დაარბიეს, ხოლო შესაწირი ყუთიდან თანხა გაიტაცეს.

სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულთან დაკავშირებით სასულიერო პირმა განუცხადა. ინცინდენტი, სავარაუდოდ, 19-20 ნოემბერს მოხდა.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულია 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნეშია აშენებული.

კომენტარები

კომენტარი