კულტურა

“ჰ&მ-მა” კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას და მოლარეებად ინგლისურენოვანი პერსონალი ჰყავს”

სოციალურ ქსელში ერთ–ერთი მომხმარებელი პოსტს ავრცელებს, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

პოსტში საუბარია, რომ ახლახანს თბილისში გახსნილ “H & M”–ის მაღაზიაში მომსახურე პერსონალის ნაწილი მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბრობს და იმ მათ ქართველი მყიდველისთვის, ვინც ინგლისური ენა არ იცის, მომსახურების გაწევა არ შეუძლიათ:

“ჰ&მ-მა კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას და მოლარეებად ინგლისურენოვანი პერსონალი ჰყავს.

ანუ, თუ ინგლისური არ იცი, ჟესტების ენით უნდა მიახვედრო რა გინდა, ან თარჯიმანთან ერთად იარო, ან ინგლისურის კურსებზე იარო, ან სულ არ უნდა იყიდო..

ვერ ვხვდები, ქალაქის ცენტრში, ქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრში, რატომ უნდა მუშაობდნენ არაქართულენოვანი თანამშრომლები, როდესაც ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი განათლებული, უმუშევარი ახალგაზრდა?! და საბედნიეროდ სახელმწიფო ენა არის ქართული!!!!”.

როგოც კომპანია განმარტავს, H&M-ის პირველ ქართულ მაღაზიაში მუშაობს 74 ქართველი თანამშრომელი, მათ შორის, დეპარტამენტის მენეჯერები და მაღაზიის მენეჯერი. როგორც ყველა ახალ ქვეყანაში, საქართველოშიც ჰყავთ სხვა ეროვნების დამხმარე თანამშრომლები – 34 ადამიანი

კომენტარები

კომენტარი