კინო

ვინ ასრულებს ზვიად გამსახურდიას როლს ფილმში ,,ხიბულა”?

„სიმინდის კუნძულისა” და „გაღმა ნაპირის” რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი „ხიბულას“ ხილვა მაყურებელს 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში შეეძლება.

სპეციალურად პრემიერისთვის, საქართველოში ჩამოვა ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი, რომელიც ფილმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას როლს ასრულებს.

ფილმის დახურული ჩვენება კი, 21 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსნებთ, რომ ფილმში ”ხიბულა” ნაჩვენებია ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი დღეები.

 

კომენტარები

კომენტარი