კულტურა

ლინჩი საქართველოში დღეს ჩამოვა

ლეგენდარული რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში დღეს, 20:00 საათზე, საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იმსჯელებენ А კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტის შესახებაც, რომლის განხორციელება საქართველოშია შესაძლებელი.

დევიდ ლინჩის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მისი ფონდის ინიციატივა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულ პირთა მასშტაბური სარეაბილიტაციო სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით. ფონდის წარმომადგენლობა კავკასიაში მიმდინარე წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი