ვიზუალური ხელოვნება

450 მილიონად გაყიდული ნახატი შესაძლოა ყალბი იყოს

ბოლო დღეებში, მსოფლიო პრესის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ტილო “სალვატორ მუნდი” (მსოფლიოს მხსნელი), რომელიც კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 450 მილიონ (უფრო ზუსტად 450,312,500) დოლარად გაიყიდა.

ბრიტანული The Telegraph თემასთან დაკავშირებით საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ნამუშევრის ორიგინალობას ეჭვქვეშ აყენებს და შემდეგი არგუმენტები მოჰყავს:

1. ტილო ლეონარდომ დაახლოებით 1500 წელს შექმნა. იმ დროს 48 წლის და ვინჩი ოპტიკურ ილუზიებს იკვლევდა. თუმცა, ბროლის ბურთი, იესოს ხელში არარეალისტურად გამოიყურება.

2. იესო ნამუშევარზე დამახასიათებელ, მკაცრ ანფასში არის წარმოდგენილი. სხვა ნამუშევრებში მას სდევს დინამიკა. მხატვრისთვის დამახასიათებელია, რომ პერსონაჟები რთულ პოზებში არიან გამოსახულნი.

3. ტილოს ისტორია დამაეჭვებელია და რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით კი, ტილო მეფე კარლ II-ს კოლექციაში იყო, შემდეგ კი ბუკინგემის ჰერცოგის შვილს ეკუთვნოდა. მას შემდეგ მისი მდებარეობა ბუნდოვანი ხდება. ნახატი პერიოდულად ქრებოდა და ჩნდებოდა აუქციონებზე.

4. ნამუშევარს იმდენად ხშირად უტარებდნენ რესტავრაციას, შესაძლოა მასზე და ვინჩის ფუნჯის კვალი აღარც იყოს.

ნახატი აუქციონზე 16 ნოემბერს გაიყიდა. მისი ფასი(450 მილიონი დოლარი) ორჯერ მეტია აუქციონზე აქამდე გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ფასისგან.

 

კომენტარები

კომენტარი