კულტურა

სპექტაკლი ომზე-გორის თეატრში დღეს პრემიერაა

სპექტაკლი “გათვლა”, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება დღეს გორის გიორგის ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე გათამაშდება.

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ომის ფონზე ხდება, აქ არსად ისმის ქვემეხების გრიალი, დაჭრილი ჯარისკაცების გმინვა და პატრიოტული შეძახილები. სისხლიც თითქმის არსად ჩანს, მით უფრო გმირულად დაღვრილი. ქართული ენისთვის უჩვეულო სინტაქსური კონსტრუქციის მიუხედავად, მწერლის ენა ზედმიწევნით მარტივია.

სპექტაკლის პრემიერა 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.

„საბას“ „საუკეთესო დებიუტში“ გამარჯვებული რომანი „
ორჯერ გერმანიაში, ხოლო ერთხელ შვეიცარიაში დაიდგა.

სპექტაკლი პრემია „დურუჯზე“ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის, საუკეთესო ქართული პიესის და საუკეთესო ქალი მსახიობის (ორი ნომინანტი სპექტალიდან) ნომინაციებზეა წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი