საშემსრულებლო ხელოვნება

სილვესტერ სტალონე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

სილვესტერ სტალონეს ბრალს დებენ სექსუალურ ძალადობაში. ბრალდების თანახმად, მან 1986 წელს თინეიჯერ გოგონაზე  სექსუალურად იძალადა. სტალონე ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს.

მან იძალადა 16 წლის გოგონაზე, ფილმის, „მთელი ძალით“ გადაღებიების დროს. ამავდროულად, მას ჰყავდა ცოლი, ბიჯიტ ნიელსენი, რომელსაც მომდევნო წელს დაშორდა.

ჟურნალმა “The Daily Mail” მოიპოვა პოლიციის 1986 წლის მოხსენება, სადაც გოგონა აცხადებს, რომ მას ჰქონდა სექსუალური კავშირი მსახიობთან, ლას ვეგასის სასტუმროში.  მისი თქმით,  ადგილი ჰქონდა მუქარასაც მის მიმართ, რათა არ გაეშუქებინა ეს ინფორმაცია.

პოლიციამ განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები საქმის გაგრძელებისთვის.

სილვესტერ სტალონე ამ ყველაფერს სასაცილოს უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. მისი თქმით, ეს ამბავი აქამდე არავინ არ იცოდა საკუთარი თავის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი