სტილი, დიზაინი

დიზაინი ბუნებისგან ნაკარნახები ფორმაა – ზაჰა ჰადიდი

ზაჰა ჰადიდი, ბრიტანელ-ერაყელი არქიტექტურის დედა, როგორც მას უწოდებენ. ნამუშევრებზე, როგორც თვითონ ამბობს, “ყოველი მათი ფორმა ბუნებისგან ნაკარნახები ეკო ფორმაა”.

ზაჰას ეკუთვნის უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის „მაინდ-ზონა“. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.

მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონგ-კონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ გენერალური გეგმის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრი იყო , რომელიც 2016 წლის მარტში გარდაიცვალა.

იხილეთ ზაჰა ჰადიდის ნამუშევრები ალბომში.

ზაჰას ინტერიერის ერთ-ერთი დიზაინი
ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში
სივრცის გააზრება
ნავის კონცეპცია
navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი