კინო

Disney-ს ახალი იმედი: “ვარსკვლავური ომების” 3 ახალი ეპიზოდი და სერიალი

BBC: Disney-მ „ვარსკვლავური ომების“ მომავალი გაამხილა: კომპანია ამ სამყაროზე კიდევ 3 სრულმეტრაჟიან ფილმსა და ერთ სერიალს გადაიღებს.

როგორც ჯერ კიდევ აგვიტოში გახდა ცნობილი, Disney 2019 წლიდან საკუთარი ვიდეო-სერვისის გაშვებასაც გეგმავს და Netflix-თან კონტრაქტს წყვეტს. სწორედ ამ ვიდეო-სერვისის ექსკლუზიური კონტენტი იქნება „ვარსკვლავური ომების“ მომდევნო ნაწილები.

კომპანიამ ეს სიახლე ეკონომიკური პრობლემების ფონზე გაავრცელა და ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში Disney-ს აქციები 1%-ზე მეტით გაძვირდა.

ცნობილია, რომ ერთ-ერთ ფილმს ამ სამიდან რეჟისორი რაიან ჯონსონი გადაიღებს, „უკანასკნელი ჯედაის“ ავტორი და სცენარისტი. თავად „უკანასკნელი ჯედაი“ კი კინოგაქირავებაში დეკემბრიდან ჩაეშვება. კიდევ ერთი ფილმის ავტორი რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი იქნება.

შეგახსენებთ, ამერიკული კონგლომერატი The Walt Disney Company, რომელიც მოიცავს კომპანიებს: Walt Disney Pictures, Walt Disney Animation, Pixar, Marvel Studios და Lucasfilm-ს, თავისი პროდუქციის Netflix-ისთვის მიწოდებას შეწყვეტს. Netflix აქამდე Disney-ს რეტრანსლირებას ახდენდა.

იმ ფილმებისა და ვიდეოების სია, რომელთა თავისი სერვისიდან წაშლაც Netflix-ს მოუწევს, საკმაოდ დიდია, მასში შედის: Disney-ს გადაღებული ყველა ფილმი, Marvel-ის კომიქსებზე გადაღებული ყველა ფილმი და Pixar-ის გადაღებული ყველა ანიმაცია.

კომენტარები

კომენტარი