ვიდეოები

Samsung-მა ოფიციალურ ვიდეორგოლში iPhone-ს დასცინა

კომპანია Samsung-მა  გამოუშვა Samsung Galaxy-ს სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელშიც iPhone-თან მისი სხვადასხვა თაობის მოდელების უპირატესობაა ნაჩვენები.

შეიძლება ითქვას, რომ ვიდეო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკლამა გახდა. გამოქვეყნებიდან 2 დღეში მას Youtube-ზე თითქმის 7 მილიონი ნახვა და 100 ათასამდე მოწონება აქვს.

ვიდეორგოლის მთავარი გმირი iPhone-ის ერთგული მომხმარებელია და წლიდან წლამდე ის Samsung-ის უპირატესობებს რეალურ ცხოვრებაში აწყდება.

შეგახსენებთ, ეს პირველი ვიდეო არ არის სადაც კომპანია Samsung თავისი მთავარი კონკურენტის კრიტიკითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ მან Apple-ის უხარისხო ეკრანსა და სუსტ ელემენტს დამოუკიდებელი ვიდეორგოლი მიუძღვნა.

კომენტარები

კომენტარი