კულტურა

BBC: მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძველი ღვინო საქართველოში აღმოჩნდა

საქართველოში უძველესი ღვინო აღმოაჩინეს – ეს ამბავი დღეს თითქმის მთელს მსოფლიო მედია სივრცეს მოედო. გავლენიანი ევროპული გამოცემები საქართველოს მეღვინეობის ტრადიციებზე წერენ, მათ შორისაა BBC–ც.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია. ქართულ ღვინოს სტატია BBC-მ მიუძღვნა.

გამოცემის ცნობით,  უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულებ მიანიშნებს, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

​შეგახსენებთ, რომ აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.

უახლესი აღმოჩენა “მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” ჟურნალში გამოქვეყნდა.

 

კომენტარები

კომენტარი