ლეგენდარული რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში ჩამოვა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იმსჯელებენ А კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტის შესახებაც, რომლის განხორციელება საქართველოშია შესაძლებელი.
ამერიკელი ჩვენს ქვეყანას 20 ნოემბერს ეწვევა.
დევიდ ლინჩის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მისი ფონდის ინიციატივა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულ პირთა მასშტაბური სარეაბილიტაციო სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით. ფონდის წარმომადგენლობა კავკასიაში მიმდინარე წელს დაარსდა.
კომენტარები
