კულტურა

შემზარავი ისტორია: თბილისში ბუკინისტმა თავი ჩამოიხრჩო

თბილისში 13 ნოემბერს, შემზარავი ფაქტი მოხდა. ბუკინისტმა დინამოს სტადიონთან, დახლებს შორის, თავი ჩამოიხრჩო.  – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანა აკობიძე ავრცელებს.

გთავაზობთ ნანას სტატუსს უცვლელად:

“დღეს მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი.
დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის.
იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა…
უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული…
ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ…
ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს…

დღეს, საღამოს მოხდა ეს…”

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სს კოდქესის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი