კინო

საქართველო ამერიკის კინობაზრობაზე

ეროვნული კინოცენტრის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, წელს ლოს ანჯელესში, ამერიკის კინობაზრობის ლოკაციების გამოფენაზე, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ეროვნული კინოცენტრი და 2 ქართული საპროდიუსერო კომპანია – “სარკე” და “BetterFly” იღებდნენ მონაწილეობას.
კინობაზრობაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდი.
ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოში კინომწარმოებლების მოზიდვის მიზნით, დაიგეგმა არაერთი აქტივობა და შედგა შეხვედრები ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: Netflix, HBO, FOX, NBCUniversal, Sony Pictures International, Alcon Entertainment, Relativity Media, Lionsgate და სხვა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი – პროგრამა „გადაიღე საქართველოში” დაემატა, კინოგადაღებების კუთხით სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ.
ამჟამად განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც შესაძლოა შემდეგ წელს საქართველოში განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი