არქიტექტურა, არქეოლოგია

დღეს თბილისში გერმანიის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორის ლექცია გაიმართება

დღეს, 13 ნოემბერს, 19:00 საათზე
გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება გერმანიის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორის, დოქტორ პიტერ შმალის საჯარო ლექცია, არქიტექტურის მუზეუმების მნიშვნელობაზე. ლექციის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა არქიტექტურის მუზეუმის დანიშნულება, სპეციფიკა და ფუნქცია ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბზე. გერმანიის არქიტექტურის მუზემის მაგალითზე, რომელიც ამ დანიშნულებით პირველია მსოფლიოში, პიტერ შმალი ისაუბრებს საზოგადოებრივ მიდგომებზე, არქიტექტურის ახალ ფორმებსა და სფეროს ინსტიტუციონალიზაციაზე. ამასთანავე, წარმოადგენს არქიტექტურას, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთ დარგს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/r2j5tw

ლექცია გაიმართება გერმანულ ენაზე, თუმცა უზრუნველყოფილია ქართული თარგმანი.

კომენტარები

კომენტარი