შემოქმედებითი ინდუსტრიები

2017 წლის გლობალური სამეწარმეო კვირეული გაიხსნა

აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ტექნოპარკში გლობალური სამეწარმეო კვირეული გახსნეს. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2017 წლის გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში, 12-18 ნოემბერს, აშშ-ის საელჩო და პარტნიორი ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ინოვაციებსა და მეწარმეობას. წლევანდელი თემატიკა, “ქალები პირველ რიგში, კეთილდღეობა ყველას”, ხაზს უსვამს ქალების მიერ მართული ბიზნესებისა და ქალებისთვის მეგობრული სამუშაო გარემოს მნიშვნელობას. აშშ-ის საელჩო იწყებს ბიზნესის მენტორობის ერთწლიან პროგრამას ქალებისა და მამაკაცებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან ბიზნესის უნარების განვითარებისთვის. ამერიკელი მეწარმე, ბეტსი ფორი, ცნობილი თავისი პროდუქტებით Hasbro და Mattel-ისთვის, ჩაატარებს ვორქშოფებისა და ლექციების სერიებს თბილისში, ბათუმში, ხაშურში, მარნეულსა და ახმეტაში პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, ბრენდინგისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ.
გლობალური სამეწარმეო კვირეულის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციების მხარდაჭერის ფონდი, საქართველოს მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ბანკი, საქართველოს ევროპულ კურსდამთავრებულთა ასოციაცია, სს „კრისტალი“ და სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში.
დაარსებული 2008 წელს, გლობალური სამეწარმეო კვირეული არის ყოველწლიური ერთკვირიანი ღონისძიებებისა და ვორქშოფების სერია შექმნილი მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშესაწყობად 100-ზე მეტ ქვეყანასა და 370-ზე მეტ უნივერსიტეტში. გლობალური სამეწარმეო კვირეული დააარსა ამერიკელმა მეწარმემ და ქველმოქმედმა, ევიგ კაუფმანმა.
28-30 ნოემბერს მეწარმეები საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ გლობალურ სამეწარმეო სამიტში ქ. ჰაიდერაბადში, ინდოეთი.
ღონისძიებების პროგრამის სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები

კომენტარი