კულტურა

მიხეილ გიორგაძე განახლებულ სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის აპარატს ამიერიდან სპორტის კომპონენტიც შეუერთდება. საქმე ისაა, რომ ცვლილებების შედეგად, უქმდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. განახლებულ, შეერთებულ ორგანოს კი, პრემიერი სწორედ გიორგაძეს ჩააბარებს.

რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, ის დღეიდან განათლების სამინისტროს ნაწილი გახდება, რომლის მინისტრიც მიხეილ ჩხენკელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი