კულტურა

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახდება

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახდება – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. შეგახსსენებთ, რომ  მიხეილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრო-რექტორია.

როგორც ცნობილია მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

 

 

კომენტარები

კომენტარი