ვიზუალური ხელოვნება კულტურა

როგორ მოირთვება თბილისი საახალწლოდ?

წელს თბილისის საახალწლო ნაძვის ხე ქართულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოებით მოირთვება. „თბილსერვის ჯგუფს” უკვე გამოცხადებული აქვს სახელმწიფო შესყიდვა, რომლის საწყისი ღირებულბა 64 ათასი ლარია.

მთავარი ნაძვის ხე 2 ფერში იქნება გადაწყვეტილი – წითელი და ოქროსფერი.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საახალწლო ნაძვის ხეზე განთავსდება ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ფორმის სათამაშოები, მათ შორის, სათამაშოებს ექნება – ქალის, კაცის, ირმის, თევზის, ჩიტის ფორმები.

 

კომენტარები

კომენტარი