ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

როგორია ცხოვრება თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაგარ ქალაქში?

wmagazine-ს საიტზე თბილისის შესახებ სტატია ქვეყნდება სათაურით: ”როგორია ცხოვრება თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაგარ ქალაქში?”. სტატიაში ავტორი, გილიან საგანსკი წერს:

”არაფერია იმაზე ამაღელვებელი, ვიდრე მომენტი, როცა ქალაქი საკუთარ გულის ცემას, რიტმს გრძნობს. ასეთი იყო ოციანი წლების პარიზული, ორმოცდაათიანი წლების სან ფრნაცისკოული ან ოთხმოცდაათიანების აღმოსავლეთ ბერლინული ავანგარდი… ახლა თბილისის ჯერია. ეს არის ძალიან მაგარი, განვითარებადი ქალაქი, რომელზეც ჯერ არ გსმენიათ. ქალაქი, რომელიც მოთავსებულია აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის და შავ ზღვას შორის. საქართველოს დედაქალაქი საბჭოთა მარწუხებისგან 1992 წელს გათავისუფლდა და დაიწყო ახალი ძალით განვითარება. ეს არის ქალაქი საკუთარი ისტორიული და ახლადგამოჩენილი ”ანდერგრაუნდული” კულტურის ზღვარზე. ძალიან კარგი კლუბებით, მუზეუმებით და კულინარიით, თბილისი მუდმივი ცვლილებების ცენტრია, რაც ხელოვანებისთვის ნამდვილი ინსპირაციაა.”

ფოტოგრაფი ჟულიენ ბუდე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ესწრებოდა Mercedes Benz Fashion Week თბილისში, ეცადა თბილისური ცხოვრება საკუთარ ფოტოობიექტივში აესახა.”

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი