სტილი, დიზაინი

ქართველი მოდელი ჩვენებაზე პოლიეთილენის პარკით გამოვიდა

დღეს, 5 ნოემბერს “მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის” ფარგლებში დიზაინერ გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართა. სასტუმრო “იოტაში” ჩატარებულ ჩვენებაზე ერთ-ერთი მოდელი პოდიუმზე ფეხზე შემოხვეული ყვითელი პოლიეთილენის პარკით გამოვიდა.

უცნობია, ეს დიზაინერის ჩანაფიქრი იყო გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებლის – პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ, თუ უბრალო კურიოზი და მოდელს ძირს დავარდნილი პარკი ფეხზე შემოეხვია, თუმცა ფაქტია, რომ მომხდარმა დიდი ყურადღება და გამოხმაურება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი